Вход Ваке

ჩვენს შესახებ

დაუნთაუნი 2010 წელს დაარსდა. გ. ტაბიძის ქუჩაზე თანამედროვე ინტერიერით წარმოდგენილმა რესტორანმა, მრავალფეროვანი ევროპული კერძებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით თავიდანვე მოიგო სტუმრის გული. დაუნთაუნი ერთნაირად მისაღები გახდა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, აგრეთვე უცხოელი ტურისტებისთვის, ეს კი რესტორნის მრავალფეროვანმა და მუდმივად განახლებადმა მენიუმ განაპირობა.

სიახლეებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული რესტორანი ყოველთვის პასუხობს ჰორეკა-HoReCa ბიზნესის გამოწვევებს და ცდილობს ყველაფერი საუკეთესო, რაც კი სარესტორნო ბიზნესის მიმართლებით ევროპაში ინერგება, საქართველოშიც, ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი.

დღეისათვის რესტორანი დაუნთაუნი წარმოდგენილია თბილისის სამ უბანში: ტურისტებით გაჯერებულ, განახლებულ გ. ტაბიძის ქუჩაზე #7-ში; ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსაშვილის 24-ში და ახლად გახსნილ კოსტავას ქუჩის  47/57-ში, სადაც რესტორანმა ინოვაციის სახით, ბიზნესის ახალი მიმართულება, სარესტორნო ქსელისთვის პურ-ფუნთუშეულის თავად წარმოება დაიწყო. შედეგად, დაუნთაუნის ნებისმიერ ქსელში მომხმარებელი ბაგეტის, ჭვავის პურის, ბოროდინოს, დიეტური შვრიისა და მრავალი სხვა სახეობის, უგემრიელესი პურის დაგემოვნებას შეძლებს. ამ და სხვა ბიზნეს- პროექტებით, მომხმარებელის მოთხოვნებზე ორიენტირებული, რესტორან დაუნთაუნის მენეჯმენტი აგრძელებს დასახულ კურსს, რომელიც ინოვაციურ მიდგომებსა და ბიზნესის მუდმივ განვითარებას გულისმობს.

ვაკის ფილიალი

ჩვენი ფილიალები

გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა, ისტორიული ნაგებობებითა და ულამაზესი ფასადებით, ძველი თბილისისა და თანამედროვე ურბანული ქალაქის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ეს ქუჩა ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. დაუნთაუნის ერთ-ერთი პირველი რესტორანიც სწორედ ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის ღიაა ყველა ტურისტისა და ადგილობრივი სტუმრისთვის.
გ. ტაბიძის ქ. 7
ტელ: 292 30 88
სამ. სთ-ები: 10:00 – 04:00

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსაშვილის ქუჩის 24-ში დაუნთაუნის კიდევ ერთი რესტორანი მდებარეობს. საოფისე შენობებით დატვირთულ ვაკის ტერიტორიაზე დაუნთაუნი, საუკეთესო ადგილია ლანჩისთვის და ბიზნეს შეხვედრებისთვის.
მოსაშვილის ქ. 24
ტელ: 290 37 75
სამ. სთ-ები: 10:00 – 04:00

კოსტავას ქუჩის 47/57-ში, დაუნთაუნის ახალი რესტორანი გაიხსნა. ეს ფილიალი ქსელის განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან სწორედ აქ რესტორანმა პურ-ფუნთუშეულის წარმოება თავად დაიწყო. შედეგად, დაუნთაუნის ნებისმიერ ქსელში მომხმარებელი ბაგეტის, ჭვავის პურის, ბოროდინოს, დიეტური შვრიისა და მრავალი სხვა სახეობის, უგემრიელესი პურის დაგემოვნებას შეძლებს.
კოსტავას ქ. 47/57
ტელ: 242 84 29
სამ. სთ-ები: 09:00 – 22:00

kareika

ფურშეტი

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

reklama2
Loading